მოცემული ინგრედიენტები შევურიოთ, მივიღოთ სასურველი მასა და 5 წუთინ განმავლობაში მოვზილოთ. ცომს გადააფარეთ ნაჭერი და გააჩერეთ 1 საათით. როცა ცომი ამოვა, ამოჭერით პატარა ნაჭრებად და ჩაურთეთ ზეითუნის ზეთში შემწვარი ნიორი და დაფქული ოხრახუში. ფუნთუშას მიეცით ისეთი ფორმა,როგორიც ვიდეოშია წარმოდგენილი. თუნუქის ფირფიტაზე განალაგეთ ფუნთუშები, გააჩერეთ 30 წუთი (რათა უკეთ ამოვიდეს), გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი, ნიორი და დაფქული ოხრახუში. გამოაცხვეთ 220 გრადუსზე ,15-20 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!