ნამცხვარი - "სვანური კოშკი"
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

მომზადების წესები

ბისკვიტი:

 5 ცალი კვერცხი ავთქვიფოთ ერთ ჭიქა შაქართან ერთად, დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი სოდა 1 სუფრის კოვზ ძმართან ერთად, დავუმატოთ ცოტაოდენი ვანილი და მარილი. შოკოლადი გავადნოთ ორთქლზე კარაქთან ერთად და ჩავამატოთ ჯამში, დავუმატოთ ცოტა კაკაო, კარგად გავთქვიფოთ და შევაზილოთ 1 ჭიქა ფქვილი, დავასხათ ცხიმწასმულ ლანგარზე და გამოვაცხოთ. მიღებული ბისკვიტი უნდა იყოს ფაფუკი და ჰაეროვანი.

 

კრემი:

8 კვერცხის გული ავთქვიფოთ 8 კოვზ შაქართან ერთად, ჩავასხათ 1 ლიტრი რძე და გავხსნათ რძეში 8 სავსე სუფრის კოვზი ფქვილი, ნახევარი ჩაის კოვძი ვანილი და დავდგათ ნელ ცეცხლზე მოსახარშად, პარალელურად კი სულ ვურიოთ, რათა არ მიიწვას. მოხარშვის შემდეგ გაციების დროსაც სულ ვურიოთ, რათა კრემმა აპკი არ გაიკეთოს. 400 გ კარაქი კარგად გავთქვიფოთ და თითო-თითო კოვზით შევათქვიფოთ კრემი. თუკი კარაქი კარგად არ აითქვიფება, კრემი აიჭრება, შესაბამისად - დიდხანს ვთქვიფოთ, რათა კრემი გამოვიდეს ჰაეროვანი და მსუბუქი.ბისკვიტიდან ამოვჭრათ სვანური კოშკის ფორმის ნაჭრები და წავუსვათ კრემი და ზემოდან დავალაგოთ ალუბლები, შემდეგ კი დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ნაჭერი. გვერდებიდან ამოვუსვათ კრემი და შევდგათ საყინულეშ, ცოტა ხნის შემდეგ გამოვიღოთ, კვლავ წავუსვათ კრემი და და შევდგათ საყინულეში. საბოლოოდ, დავადნოთ შოკოლადი და იმით მოვხატოთ გარედან, ბისკვიტში კი შევუშვათ კონიაკი დასანამად.

 

ტეგები:
ნანახია: 1752