თასში კარგად ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი,დავუმატოთ ზეთი, მწიკვი მარილი და ნელ-ნელა ფქვილი. სანამ ცომს მივიღებდეთ დაუმატეთ გამაფხვიერებელი. ცომს შეურიეთ შოკოლადის პატარა ნატეხები. ზეთიანი ხელებით აიღეთ პატარა გუნდა და მიეცით ორცხობილას ფორმა. გამოაცხვეთ 10-12 წუთის განმავლობაში 170 გრადუსზე. გემრიელად მიირთვით!