ბროკოლის წვნიანი
ბროკოლის წვნიანი
დრო 35წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხახვი - 1
  • სტაფილო - 2
  • ტკბილი წიწაკა,სხვადასხვა ფერის - 2
  • ბროკოლი - 1 თავი
  • ტომატ-პასტა - 1 ს.კ
  • კარტოფილი - 6-7
  • ქინძი - 1 კონა
  • ნიორი - 1 კბილი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ხახვი და სტაფილო დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ ზეთში, დავუმატოთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა და კარტოფილი, დავასხათ მდუღარე წყალი და საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ. კარტოფილს რომ ცოტა დააკლდება მოხარშვა, დავუმატოთ ბროკოლის ყვავილედები და ტომატ პასტა. მზა კერძს მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი, ნიორი, მარილი და პილპილი.