დაჭერით ბროკოლი იმ ზომაზე,როგორიც ვიდეოშია ნაჩვენები.ამასობაში გაამზადეთ ათქვეფილი კვერცხი, ფქვილი და რაც მთავარია ორცხობილის ფანტელები,რომელსაც უმატებთ დაფქულ ნიორს,წიწაკას,ყველს,ორეგანოსა და მარილს. ბროკოლის თითოეული ნაჭერი ამოვავლოთ ფქვილში, კვერცხსა და ორცხობილის ფანტელებში. თუნუქის საცხობ ფირფიტას გადააფარეთ პერგამენტი და მასზე განათავსეთ ბროკოლის ნაჭრები. გამოაცხვე 220 გრადუსზე,მანამ , სანამ არ დაიბრაწება. გემრიელად მიირთვით!