კვერცხისა და შაქრისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი,დაუმატეთ ხაჭო, არაჟანი და მაწონი. დავუმატოთ სოდა ძმრით, მარგარინი, ვანილი და ფქვილი იმდენი, რომ არაჟნის სისქის იყოს. გავყოთ ორ ნაწილად, ერთ-ერთს კი დავუმატოთ კაკაო, ერთმანეთის მონაცვლეობით მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაში. გამოსაცხობად თბილ ღუმელში შევდგათ 180 გრადუსზე, 35-40 წუთით. გემრიელად მიირთვით !