ყველა ინგრედიენტი, ვისკის გარდა, მოათავსეთ თასში და გაადნეთ ორთქლზე. კარგად აურიეთ რომ მიიღოთ ერთგვაროვანი, პრიალა მასა. შეგიძლიათ , დაუმატოთ 2 ჩ.კ კაკაოც. გადმოიღეთ ორთქლიდან და შეაგრილეთ, დაამატეთ ვისკი და ისევ კარგად მოურიეთ. გააციეთ და შედგით მაცივარში 1 ღამით. შემდეგ გააკეთეთ პატარა გუნდები და ამოავლეთ კაკაოში ან დაფქულ თხილში. გემრიელად მიირთვით!