საფუარი და 1 ს.კ. შაქარი ერთმანეთს ავურიოთ, დავუმატოთ თბილი რძე და დავტოვოთ 15-20 წუთით.ამასობაში გავთქვიფოთ კვერცხი, შაქარი, მარილი, გამდნარი კარაქი და ფქვილი. დავუმატოთ რძე და კარგად მოვზილოთ ცომი. დავდოთ ცომი 1-2 საათით თბილ ადგილას ამოსაფუებლად. როცა ამოფუვდება, გამოვძერწოთ პატარა ბურთები (დაახლოებით კვერცხისოდენა), დავალაგოთ თუნუქის ფირფიტაზე და კიდე გადავდოთ თბილ ადგილას,სანამ ამოფუვდება. ამასობაში, მოვამზადოთ შიგთავსი: ხაჭო, შაქარი, კვერცხის გულები დარბილებული კარაქი და არაჟნი ავურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ ვანილი (სურვილისამებრს, შეგიძლიათ დაუმატოთ ქიშმიში, ლიმონის ცედრა და სხვ.). ცომის გუნდებს შუაგულში ჭიქით გავუკეთოთ ჩაღრმავებები, რომლებშიც მოვათავსებთ შიგთავსს. 1 კვერცხის გული ავთქვიფოთ 1 ს.კ. რძესთან ერთად და კარგად გადავუსვათ ჩვენ ვატრუშკებს. გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25-30 წუთი. გემრიელად მიირთვით!