კვერცხს დავუმატოთ შაქარი და გავთქვიფოთ გათეთრებამდე,დავუმატოთ არაჟანი , ზეთი, ვანილი მარილი და ავურიოთ კარგად. ბოლოს დავუმატოთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. 250 გრ მოცვს მოასხით ლიმონის წვენი და მოაყარეთ სახამებელი. აიღეთ ფორმა 24სმ დიამეტრის ( ცხიმწასმული და ფქვილმოყრილი) და ჩაასხით ცომის ნახევარი პორცია და მოაყარეთ მოცვი.შემდეგ დაასხით ცომის მეორე ნახევარი და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170° 55-60წთ. ცხობის პროცესში, 30 წუთის გასვლის შემდეგ დააფარეთ ფოლგა და გააგრძელეთ ცხობა. გააციეთ ფორმაში და გადმოიღეთ ,თავზე მოაყარეთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!