მაყვალი წინასწარ გავრეცხოთ.წყალი წამოვადუღოთ და დავამატოთ შაქარი, შემდეგ მაყვალი. წამოდუღებიდან 5 წუთში დავამატოთ ლიმონის წვენი, თაფლი და კიდევ 10 წუთი ვხარშოთ. ცხელი მასა ბლენდერში პიურედ ვაქციოთ, ჩავაბრუნოთ ქვაბში და კიდევ 10 წუთი ვადუღოთ. ჩავასახათ სუფთა ხრახნიან ქილებში.შაქრის რაოდენობა შეგვიძლია გემოვნების მიხედვით გავზარდოთ, სურვილის შემთხვევაში კი დაბლენდერების მერე შეგვიძლია ჯემი საცერში გავატაროთ, კურკების მოსაცილებლად