დაჭერით ბადრიჯანი. ტაფაზე დაასხით ზეთი და საშუალოზე დაბალ ტემპერატურაზე შეწვით 20 წუთი. სანამ ბადრიჯანი იწვება, დანაყეთ ნიორი და დაჭერით წიწაკები, ქინძი და ხახვი. გადაიტანეთ თასში. დაუმატეთ 30 მლ წყალი, 6 ჩ/კ ძმარი და 3/4 ჩ/კ სვანური მარილი. ამოურიეთ და გააჩერეთ 10 წუთით. დაჭერით პომიდორი. შემწვარი ბადრიჯანი გადაიტანეთ თასში დაჭრილ ინგრედიენტებთან. ამავე ტაფაზე დაჭრილი პომიდორი 3-4 წუთით თუშეთ. დაუმატეთ მოთუშული პომიდორი და 1/4 ჩ/კ სვანური მარილი. ამოურიეთ და მიირთვით მომზადებისთანავე. შეგიძლიათ მიირთვათ ცივიც.