დიდ თასში ჩაყარეთ 800 გრ. ფქვილი, დაამატეთ 25 გრ. საფუარი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და 1 კვერცხი. შემდეგ დაამატეთ 400 მლ. თბილი წყალი და ურიეთ ხელით, სანამ ცომის გუნდას არ მიიღებთ. შეახვიეთ, მოათავსეთ თბილ ადგილას და დატოვეთ ასე 1 საათით, რომ ამოვიდეს. მოაყარეთ დარჩენილი 200 გრ. ფქვილი და ზილეთ, სანამ საკმარისად არ გამკვრივდება. სამუშაო ზედაპირზე მოაპნიეთ ცოტაოდენი ფქვილი და მასზე ცომი პატარა გუნდებად დაყავით. წვრილად დაჭერით ხახვი და თუშეთ, სანამ ოდნავ არ შეიბრაწება. ტაფაზე დაასხით 40 მლ. ზეთი, დაამატეთ საქონლისა და ღორის ფარშის ნარევი, შავი პილპილი და უცხო სუნელი, ურიეთ ინტენსიურად, 5–6 წუთის განმავლობაში. მოხარშეთ ბრინჯი 1 ჩაის კოვზ მარილთან ერთად. ჩაყარეთ თასში, დაამატეთ მოთუშული ხორცი, 1 კვერცხი და ურიეთ კარგად შერევამდე. გააბრტყელეთ ცომის გუნდები. მოათავსეთ შიგთავსი ცენტრში თითოეულ მათგანზე, გადაკეცეთ და შეკარით. შეწვით 1 სმ. სიღრმის ცხელ ზეთში, სანამ არ შეიბრაწება. მიირთვით ცხელი.