დავჭრათ ყველი სასურველი ზომის ნაჭრებად. წამოვადუღოთ 150 მლ. წყალი. დავუმატოთ შაქარი და თაფლი. დაველოდოთ გალღვობას და გაერთიანებას. მოვათავსოთ ტაფაზე ნიგოზი და თხილი. მოვასხათ სიროფი და გავუკეთოთ კარამელიზაცია. მოვათავსოთ პატარა ჯამში სოიოს სოუსი, ნიგვზის ზეთი და ზეითუნის ზეთი. კარგად ავთქვიფოთ. გავთალოთ კიტრი გრძელ და თხელ ნაჭრებად. გავჭრათ შუაზე პომიდორი და ყურძენი. დავკეპოთ ნუში. დავალაგოთ კიტრის ნაჭრები წრეზე ისე, რომ მყარად იდგნენ და შეგვეძლოს ყველის მოთავსება. მოვასხათ დაჭრილ ყველს, პომიდორს, ნიგოზს და ყურძნის ნაწილს სოუსი და კარგად მოვურიოთ. მოვათავსოთ კიტრის "რგოლში". მოვაყაროთ გახეხილი კალტი. სერვირება : კიტრის ირგვლივ მოვათავსოთ დაჭრილი ყურძენი. გავაფორმოთ მოცხარით, კარამელიზირებული მიწის თხილით, ნიგვზით და სალათის ფოთლებით.