წინასწარ გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსზე. აიღეთ დიდი თეფში, დაასხით ზეითუნის ზეთი, დაალაგეთ ქათმის ფილის ნაჭრები და დაიწყეთ დამარინადება წიწაკითა და ნივრით. კარგად შეაზილეთ და დაიწყეთ შეწვა. როცა ნაჭრები კარგად შეიწვება, გადმოდეთ თეფშზე. ახლა კი მოამზადეთ ოთხკუთხედი თუნუქის ფირფიტა - გადაუსვით ზეითუნის ზეთიდა დაფქული წითელი წიწაკა და მოათავსეთ მასზე ხორცის ექვსივე ნაჭერი. ამის შემდეგ ხორცის ნაჭრებს მოაყარეთ ორივენაირი ყველი ,ზემოდან კი წაუსვით ტომატი, ისე,რომ თითოეული ნაჭერი კარგად დაფაროთ. ახლა კი მოაყარეთ კუბიკებად დაჭრილი გახუხული პური , ზემოდან კვლავ ყველი მოაყარეთ და შედგით შესაწვავად. უნდა შეწვათ 160 გრადუსზე, 35 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!