აიღეთ ქვაბი და მასში გაადნეთ კარაქი. მოხრაკეთ დაჭრილი ხახვი 5 წუთის განმავლობაში, დააყარეთ დაჭრილი სოკო და გააჩერეთ კიდევ 5 წუთი. დაუმატეთ კამა,პაპრიკა,სოიოს სოუსი და ქათმის ნახარში, დაახურეთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ 15 წუთი. აიღეთ თასი , სადაც უნდა აურიოთ ფქვილი და რძე. ჩაასხით ეს მასა სუპში და გააჩერეთ 15 წუთი , თავდახურულ მდგომარეობაში. საბოლოოდ, დაუმატეთ მარილი, ოხრახუში,შავი პილპილი და არაჟანი - ამოურიეთ კარგად და გააჩერეთ 3-5 წუთი, დაბალ ცეცხლზე. გემრიელად მიირთვით!