ხახვი დაჭერით გრძლად და შეწვით ზეთიან ტაფაზე და შემდეგ გადმოიღეთ. ღვიძლები კარგად გარეცხეთ, თითოეული ამოავლეთ ფქვილში და შეწვით იმავე ტაფაზე კარგად. შემდეგ დაუმატეთ შემწვარი ხახვი, მოაყარეთ მარილი,პილპილი,უცხო სუნელი-გემოვნებით და ბოლოს დაუმატეთ არაჟანი. კარგად აურიეთ.გააჩერეთ 15 წუთი დაბალ ტემპერატურაზე და შემდეგ გადმოდგით.