ღორის ენა კარგად გავრეცხოთ და ჩავდოთ მდუღარე წყალში 5-10 წუთი. ნიორი გავჭყლინტოთ, დავუმატოთ მარილი,პილპილი, ცოტა ზეთი და ყველაფერი კარგად ავურიოთ. გასუფთავებულ ღორის ენას წავუსვათ მიღებული მასა, ჩავდოთ ტაფაში, დავასხათ ცოტაოდენი წყალი და შევდგათ ღუმელში. შევწვათ ნელ ცეცხლზე 1 საათის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!