რძე მივიყვანოთ ადუღებამდე, ჩავამატოთ კარაქი და დატეხილი შოკოლადი. კარგად ავურიოთ. დავამატოთ კუანტრო(შეიძლება შეიცვალოს 1 ფორთოხლის წვენით და ცედრით). შემდეგ დავაცრათ ფქვილი და კაკაო. კარგად ავურიოთ.შაქრითა და ცილებით გავაკეთოთ ბეზე, ნაწილ-ნაწილ შევურიოთ ცომს. ჩავასხათ ფორმაში და გამოვაცხოთ 25-30 წუთი 160 გრადუსზე. ფორმაშივე გავაგრილოთ და ამოვიღოთ. ნამცხვრის ნაჭერს გვედრით ნაყინი დავუდოთ და მივირთვათ