1 ქილა მაწონში, 1 ც კვერცხსა და 200 გრ გამდნარ მარგარინში შეაზილეთ პურის ფქვილი, რომ მიიღოთ რბილი ცომი. ზელის პერიოდში შეაზილეთ 1 ჩ.კ სოდა. ცომი გაყავით ორ ნაწილად, გააბრტყელეთ ერთი ფენა, დადეთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფირფიტაზე, მოაყარეთ გული, დააფარეთ ცომის მეორე ფენა, შემოუკეცეთ გვერდები, გამოაცხვეთ აირღუმელში საშუალო ცეცხლზე. გულსართი : დაჭერით წვრილად 200 გრ ტარხუნა, 4 ც მაგრად მოხარშული კვერცხი, დაუმატეთ ცხიმში მოშუშული, წვრილად დაჭრილი 4 ც ხახვი, შავი პილპილი და მარილი.