კიტრის მწნილის განსხვავებული რეცეპტი: ინგრედიენტები: კიტრი; მწარე წიწაკა; ნიორი; კამა, ნიახური; ტარხუნა; პირშუშხა; პირშუშხას ძირები; მარილი; რეცეპტისთვის საჭირო პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ მომზადება: გააჩერეთ კიტრი 3-4 საათი ცივ წყალში, შემდეგ კი დაუმატეთ მარილი ( 1 კგ 10 ლიტრზე). დაჭერით მწვანილი, წიწაკა, ნიორი და ჩაყარეთ ქილაში, დაუმატეთ კიტრი და ზემოდან კვლავ მწვანილი დააფარეთ. ქილაში ჩაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 15 წუთი, შემდეგ წყალი გადააქციეთ, ქილაში კი ჩაყარეთ მარილი, შაქარი, ლიმონმჟავა (სწორედ მისი მეშვეობით მწნილი გამოდის ხრაშუნა და არ რბილდება), თავიდან დაასხით მდუღარე და მაშინვე მოხუფეთ ან დაახურეთ ხრახნიანი ხუფი. თუ დამჟავება გეჩქარებათ, შეგიძლიათ დაამატოთ 1 ლიტრიან ჭურჭელზე 1 სურის კოვზი ძმარი. ქილა ამოაბრუნეთ და შეფუთეთ თბილად გაციებამდე. მწნილი მზად იქნება 3-4 დღეში. აჯიკა - უნივერსალური მეგრული სოუსი: ინგრედიენტები: გრძელი წითელი წიწაკა, ცხარე- დაახლოებით 40 ცალი ნიორი - 3 თავი ქინძის თესლი - 2 ს.კ კამის თესლი - 1 ს.კ ხმელი სუნელი - 1 ს.კ მარილი ღერღილი - 2 ს.კ რეცეპტისთვის საჭირო პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ მომზადება: წიწაკა გარეცხეთ და გააშრეთ. თესლები მოხალეთ მშრალ ტაფაზე, შემდეგ დაფქვით ან დანაყეთ. ნიორი გაარჩიეთ, წიწაკას მოაცალეთ თესლი და ყუნწები. ორივე გაატარეთ ხორცსაკეპში ან ბლენდერში, რათა აქციოთ ერთიან მასად. დაამატეთ სუნელები, მარილი და მშრალად მოხალული ღერღილი. ღერღილი საჭიროა იმისთვის, რომ შემდგომში აჯიკის გაშვებული ზედმეტი სითხე შეიწოვოს. გამოდის დაახლოებით 950 მლ. მაცივარში ინახება თითქმის 1 წელი. ლეჩო - ბულგარული მარინადი,რომელიც საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს: გთავაზობთ ლეჩოს ნაცად რეცეპტს: ტკბილი წიწაკა - 3 კგ პომიდორი - 3 კგ შაქარი - 1,5ს/კ ზეთი - 1 ჭიქა შავი პილპილის მარცვლები - 8-10 ცალი დაფნის ფოთოლი - 3 ცალი მარილი - 2 ს/კ ღვინის ძმარი - 2 ს/კ რეცეპტისთვის საჭირო პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ მომზადება: პომიდორი გაატარეთ ხორცსაკეპში, დადგით ქვაბით გაზზე და აადუღეთ. დაუმატეთ შაქარი,ზეთი, შავი პილპილი,მარილი, დაფნის ფოთოლი,ძმარი. ადუღეთ ნახევარი საათი , დაუმატეთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა და ხარშეთ კიდევ 5-10 წუთი. გაანაწილეთ გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ. ამოაბრუნეთ ქილები, შეფუთეთ და ასე გააცივეთ. იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ დრო საყიდლებზე სიარულისა და სასურველი პროდუქტების შეძენისთვის, გამოსავალი ნაპოვნია- Momitane.ge. სწორედ ასე ჰქვია საიტს, სადაც შეგიძლიათ ონლაინ შეიძინოთ ნებისმიერი პროდუქტი, სასურველი რაოდენობით და მაქსიმუმ ერთი საათის განმავლობაში მიიღოთ საკუთარი სახლის კართან. ასე ზოგავთ ენერგიას და დროს, ზოგ შემთხვევაში კი თანხასაც, რადგან 20 ლარიდან 100 ლარის ფარგლებში განხორციელებული შეკვეთის შემთხვევაში, თბილისის მასშტაბით მიწოდების ღირებულებაა 2 ლარია, ხოლო 100 ლარი და მეტი ღირებულების შეკვეთის განხორციელების შემთხვევაში მიწოდების საფასურს არ იხდით.