კვერცხის და შაქრისგან გააკეთეთ გოგლი-მოგლი, შეურიეთ ფქვილი და მიქსერით კარგად გათქვიფეთ. დაუმატეთ შესქელებული რძე,კაკაო,უნალექო ყავა,მაწონი+სოდა/ძმრით, ვანილი და კარგად აურიეთ ხის კოვზით,ერთი მიმართულებით ნელი მოძრაობით. გაყავით ორ ნაწილად ცომი და მოათავსეთ ცხიმწასმულ ფორმაში,შედგით გახურებულ ღუმელში და გამოაცხეთ დაახლოებით 40 წუთით. კრემის მომზადება: კარგად ათქვეფილ კარაქს შეურიეთ შესქელებული რძე,კაკაო, და ვანილი.კარგად ათქვიფეთ. კრემი შეგრილებულ ცომს გადაუსვით და მოასხით შოკოლადის მინანქარი