ფქვილს დაამატეთ შაქარი, მარილი, საფუარი, ზეთი , წყალი და კარგად მოზილეთ. დადგით ასაფუებლად. ხახვი მოშუშეთ, აურიეთ ფარშში ,კარგად მოშუშეთ ხორცი. დაამატეთ მარილი და პილპილი. გააბრტყელეთ ცომი, ამოჭერით სასურველ ზომაზე (ჭიქით) , გააბრტყლეთ , ჩაუდეთ გულსართი. შეგიძლიათ გაზქურაშიც გამოაცხოთ (გადაუსვით ადღვებილი კვერცხი), შეგიძლიათ ცხიმში შეწვათ. გემრიელად მიირთვით! წყარო : ,,შენი რეცეპტი"