ძროხის ღვიძლის ტერინი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ძროხის ღვიძლი - 1 კგ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • ნიორი - 2 კბილი
  • დაფნის ფოთოლი - 2 ცალი
  • გარჩეული ფუსტუღის თხილი - 0.5 ჭიქა
  • ბეკონი - 250 გ
  • წყალი - 0.5 ჭიქა
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები

ღვიძლი გავრეცხოთ, დავჭრათ და ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ გავატაროთ. დაფნის ფოთოლი დავფქვათ. კვერცხი გავთქვიფოთ, ნიორი კი წვრილად დავჭრათ. გატარებულ ღვიძს შევურიოთ კვერცხი, დაფნის ფოთოლი, ნიორი, ფუსტუღის თხილი, მარილი პილპილი და კარგად ავურიოთ. საცხობ ფორმაში ჩავფინოთ ბეკონის გრძელი, თხელი ნაჭრები, ზედ მოვათავსოთ ღვიძლის მასა და გამოვაფინოთ ბეკონის ნაჭრები. ფორმას გადავაფაროთ ფოლგა და ჩავდოთ თუნუქის ფორმაში, რომელშიც უნდა იყოს ჩასხმული 0,5 ჭიქა წყალი. ტერინი შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და დახლოებით 45 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. მზა კერძი ფორმიდან ამოვიღოთ, მაცივარში გავაციოთ და საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ.

ტეგები:
ნანახია: 767