წვრილად დაჭერით 1 თავი ხახვი და მოხრაკეთ 70 გრ.კარაქში, დაუმატეთ ნახევარი კილო ქამა სოკო, 1 ცალი ლიმონის წვენი და მოშუშეთ სოკოს მომზადებამდე. 1 კგ.ღვიძლი და 150 გრამი შებოლილი ხორცი დაჭერით პატარა ნაწილებად, შეწვით ერთად. მოათავსეთ გამთბარ, ცეცხლგამძლე ქვაბში, დაუმატეთ სოკო და შუშეთ ისევ 10 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!