200 გრამი კარაქს, ან მარგარინს შურიეთ ნახევარი ჭიქა შაქარი და კარგად გაათეთრეთ, დაუმტეთ 2 კვერცხის გული, ვანილი, სოდა, ძმარი და ჭიქანახევარი ფქვილი. ცომი დააყოვნეთ მაცივარში, 30 წუთით. შემდეგ გააპრტყელეთ და ჭიქით ამოჭერით მგვალი ფორმები. გამოვაცხვეთ ( ცხვება 10-15 წუთში ) . კრემი: მოხარშულ, შედედებული რძეს დაუმატეთ 200 გრამი კარაქი და კარგად ამოიყვანეთ, დაუმატეთ ვანილი. ერთ მგვალ ფორმას წაყსვით კრემი, დაადეთ მეორეს და წაუსვით რაიმე მომჟავო ჯემი ( ამ შემთხვევაში, გამოყენებულია გარგრის ). დაადეთ მესამე ფენას და ირგვლივ კრემით დაფარეთ. მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები და მორთეთ კარამელით.