3 კვერცხისა და ჭიქანახევარი შაქრის ფხვნილისგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი, დავამატოთ 3 ს.კ თაფლი, 3 ს.კ გამდნარი კარაქი, სოდა (ძმარში გახსნილი), 3 ჩ.ჭ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. წინასწარ ავადუღოთ წყალი, შიგ ჩავდგათ ქვაბი, რომელშიც ზემოაღნუშნული მასაა მოთავსებული და გავაჩეროთ 10 წუთით. (ცომი უნდა იყოს წებოვანი). შემდეგ გადმოვიღოთ ფქვილმოყრილ ფიცარზე. კარგად გადავზილოთ და გავყოთ 8 ნაწილად. თითოეული ნაწილი ცომისა უნდა გამოვაცხოთ ცალ ცალკე. წავუსვათ კრემი ყველა ფენას, დავალაგოთ ერთმანეთზე, ბოლო ფენასაც წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ დაფხვნილი შემოჭრილი ნაპირები. კრემისთვის 300 გრ კარაქი კარგად გავთქვფიოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ 1 ქილა შესქელებული რძე და ვანილი. გემრიელად მიირთვით!