თბილ რძეში გახსენით საფუარი, დაუმატეთ 1ჩ/კოვზი შაქარი, მოურიეთ და გააჩერეთ ,რომ საფუარი გააქტიურდეს . თასზე მოათავსეთ ფქვილი, შუაგულში გაუკეთეთ ღრმული და საფუარიანი რძე შიგ მოათავსეთ. დაიწყეთ ცომის მოზელვა ,დაუამატეთ მწიკვი მარილი, გამდნარი კარაქი ,შაქარი, და მოზილეთ ფაფუკი ცომი , სანამ პრიალა მასას არ მიიღებთ.ფქვილი შეიძლება მეტი დაგჭირდეთ, ამას მიხვდებით მოზევისას. ცომი გააჩერეთ 1საათი თბილ ადგილას, სანამ არ გაორმაგდება. მოვამზადოთ პუდნგი: ცივ რძეში გავხსნათ სახამებელი (კრახმალი) რძე,შაქარი ,ვანილი და კარგად მოურიეთ. დადგით ცეცლზე, რომ წამოდუღდება ,გადმოდგით. გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში, დააფარეთ ცელოფანი, რომ ზედაპირი არ გაიკეთოს და გააციეთ.თუ პუდინგის პაკეტით აკეთებთ, 100მლ.ნაკლები რძეში მოხარშეთ. სამუშაო დაფაზე მოაყარეთ ფქვილი, ამოაგუნდავეთ ცომი უკვე ამოსული და და დაიწყეთ გაბრტყელება 1სმ.სისქეზე, მოუსვით გაციებული პუდინგი ყველგან და მოაყარეთ ქიშმიში გადაკეცეთ ოდნავ და ახლა უკვე დაიწყეთ რულეტივით გადატრიალება. შემდეგ დაჭერით 2-3 სმ.სიგანის ნაჭრებად და მოათავსეთ გამოსაცხოფ ფორმაში, სადაც გამოსაცხობი ქაღალდია დაფენილი და გააჩერეთ 1საათი კიდევ. ბოლოს მოუსვით კვერცხის გული . გამოაცხეთ 180გ.30წუთი,რომ გამოცხვება, მოუსვით შაქრის გლაზური,შაქრის პუდრას დაასხით2-3 ს კოვზი რძე დაუმატეთ დრიჩინი და წაუსვით გამომცვარ ფუნთუშებს. მიირთვით გემრიელად!