თეთრი ყურძნის მურაბა - დაუვიწყარი გემო!
თეთრი ყურძნის მურაბა - დაუვიწყარი გემო!
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ყურძნის მარცვლები - 1 კგ
  • შაქრის ფხვნილი - 1 კგ
  • წყალი - 3/4 ჩ/ჭ
მომზადების წესები

მსხვილმარცვლა ყურძნის მტევნები დავმარცვლოთ და ჩავყაროთ შესაფერ ჭურჭელში, მერე დავაყაროთ ზედ შაქრის ფხვნილი და რამოდენიმე საათი გავაჩეროთ გრილ ალაგას. დანარჩენი შაქრის ფხვნილით და წყლით მოვხარშოთ სიროფი. მოხარშული სიროფი შევაგრილოთ, ჩავყაროთ შიგ შაქრიანი ყურძენი და ვადუღოთ ნახევარი საათი, გადმოვდგათ ცეცხლიდან და რამოდენიმე საათი გავაჩეროთ, დავდგათ ისევ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება და ყურძნის მარცვლები ჭურჭლის ფსკერზე არ მოთავსდება.

ტეგები:
ნანახია: 1043