ქარიყლაპია,ლოქო,წვერა,კობრი ან სხვა რომელიმე თევზი გავასუფთავოთ, მოვაყაროთ მარილი და დავაწყოთ ღრმა ტაფაზე. მოვაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, დავასხათ ზეთი და 2 ჩაის ჭიქა პომიდვრის წვენი; ჩავაყოლოთ სტაფილო,დაფნის ფოთოლი, 20-25 მარცვალი შავი პილპილი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე .მოხარშული თევზის ნაჭრები დავალაგოთ ღრმა ლანგარზე და ზედ მოვასხათ თავისივე წვენი.
გემრიელად მიირთვით!
საინტერესო რეცეპტები:
არომატული, ტრადიციული ჩახოხბილი
ყაურმა - 2 მადისაღმძვრელი რეცეპტი
ქათმის გულღვიძლი კეცზე