500 გრამი სიმინდის ფქვილისგან მოვზილოთ ცომი. 200 გრამი წითელი ლობიო (მინდვრის) მოვხარშოთ, გავწუროთ, შევკაზმოთ ხახვით , ზეთით, ქინძით,ოხრახუშით, მარილით. კარგად ავზილოთ ხელით. ცომი გავშალოთ ერთი თითის სისქეზე, დავადოთ ზედ შეკაზმული ლობიო და ზევიდან ისევ ცომი დავაფაროთ, შევასწოროთ , რომ ლობიო არ ჩანდეს. გამოვაცხოთ კეცზე ან ტაფაზე. გემრიელად მიირთვით!