ვაშლიანი ფუნთუშები - უგემრიელესი საუზმე
ვაშლიანი ფუნთუშები - უგემრიელესი საუზმე
დრო 20წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ვაშლი - 3 ცალი , დიდი ზომის
  • ფქვილი - 150 გ
  • რძე - 200 მლ
  • დარიჩინი - 1/2 ჩ.კ
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ
  • შაქრის პუდრა - 2 ს.კ
  • კვერცხი - 1
მომზადების წესები
ავურიოთ ფქვილი, შაქრის პუდრა, დარიჩინი, გამაფხვიერებელი და მარილი. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი და დავასხათ რძე. შემდეგ შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები.

ვაშლი გავფცქვნათ,  გული ამოვაჭრათ და რგოლებად დავჭრათ.

ფრიტიურში ან ღრმა ტაფაში გავაცხელოთ ზეთი. ვაშლები ამოვავლოთ ცომში და შევწვათ ცხელ ზეთში ჯერ ერთი, შემდეგ მეორე მხრიდან ცხელსვე მოვაფრქვიოთ პუდრა და მივიტანოთ სუფრასთან
ტეგები:
ვაშლი დარიჩინი რძე ნანახია: 33173