ნამცხვარი "მედოკი" - სამარხვო რეცეპტი
დრო 60წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

ბისკვიტი:
  • შაქარი - 2 ჭიქა
  • თაფლი - 4 ს/კ
  • წყალი - 200 მლ
  • სოდა - 1,5 ჩ/კ
  • ზეთი - 200 მლ
  • ფქვილი - 1,2 კგ
კრემი:
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • შაქარი - 2 ჭიქა
  • წყალი - 1 ლ
  • სამარხვო კარაქი ან მარგარინი - 350 გ
  • ვანილი - 1 შეკვრა
მომზადების წესები

2 ჭიქა შაქარი, 4 ს/კ თაფლი და 200 მლ წყალი მოვათავსოთ ქვაბში, შემოვდგათ ორთქლზე და ვურიოთ იქამდე, სანამ შაქარი არ გალღვება. შემდეგ დავუმატოთ1,5 ჩ/კ სოდა და კარგად ამოვურიოთ,  დავუმატოთ 200 მლ ზეთი,კარგად ავურიოთ და გადმოვდგათ. ცხელ მასას დავუმატოთ ფქვილი, დაახლოებიუთ 1.2 კგ,თუმცა დაიმახსოვრეთ -  ცომი ხელზე არ უნდა გვეკვრებოდეთ,სწორედ ამის მიხედვით განსაზღვრავთ, რა რაოდენობის ფქვილი დასჭირდება. ცომი გავყოთ 5 ნაწილად, 4 ფირფიტისთვის და მე-5 შედარებით პატარა ზომის ზემოდან მოსაყრელად .


პ.ს არ შეგეშინდეთ იმის,რომ ცომი თხელია, სამაგიეროდ ძალიან სწრაფად ამოვა. ბისკვიტები ცხვება ძალიან სწრაფად.


კრემი: 2 ჭიქა ფქვილი და 2 არასავსე ჭიქა შაქარი ავურიოთ ერმანეთში , ნელ-ნელა დავუმატოთ წყალი ( ჯამში 4 ჭიქა ) . შემოვდგათ ქურაზე და ვურიოთ სანამ არ მივიღებთ სქელ მასას. როცა გაცივდება, შეურიეთ კარაქი/მარგარინი და 1 შეკვრა ვანილი.ამის შემდეგ დაიწყეთ დაკრემვა, გვერდები შემოვაჭერათ და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ბისკვიტი.
 

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
სამარხვო ნამცხვარი მედოკი ნანახია: 21232