დასაწყისისთვის აუცილებელია ხახვის დამწნილება. წვრილად დაჭერით 1 თავი და ჩაყარეთ ღრმა ჭურჭელში. დაუმატეთ შაქარი, წყალი, მარილი და ძმარი. კარგად მოურიეთ და გააჩერეთ 15-20 წუთი. ამის შემდეგ გადაასხით ზედმეტი წვენი. წვრილად დაჭერით კრაბის ჩხირები,ხახვი და ლორი.მოხარშეთ კვერცხი, ცილები გადადეთ ცალკე და გახეხეთ მსხვილად, გულები კი მაქსიმალურად წვრილად. ცალ-ცალკე ჭურჭელში შეურიეთ მაიონეზი ცილას, გულს ,ლორს და კრაბის ჩხირებს. აიღეთ მრგვალი ფორმის ჯამი და დაიწყეთ სალათის აწყობა. სალათის პირველი ფენაა მსხვილად დაფქული მდგნარი ყველი. ფენას წაუსვით ცოტაოდენი მაიონეზი. მეორე ფენაა კვერცხის გული,მესამე - დამწნილებული ხახვი,შემდეგია კრაბის ჩხირები,შემდეგ გახეხილი ვაშლი,მეექვსე ფენაა კრაბის ჩხირები. და ბოლოს, მეშვიდე ფენაა დაბლენდერებული მიწისთხილი. გახეხილი ცილები გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილს შეურიეთ მაიონეზი და დაადეთ მერვე ფენად. დარჩენილი ცილები მოაყარეთ სალათს ზემოდან. სალათი გააჩერეთ 1 საათი და მორთეთ ოხრახუშის ფოთლებით!