სახლში მომზადებული თევზის მარინადი, რომელიც 10-ჯერ ჯობს ნაყიდს!
+ N/A
სახლში მომზადებული თევზის მარინადი, რომელიც 10-ჯერ ჯობს ნაყიდს!
დრო 40წთ
ულუფა 7
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • თევზი - 1 კგ
  • მარილი - 2 ს/კ
  • შაქარი - 0.5 ჭიქა
  • ხახვი - 1 კგ
  • ტომატის სოუსი - 1 ჭიქა
  • ძმარი - 0.5 ჭიქა
  • ზეთი - 1 ჭიქა
  • წყალი - 0.5 ჭიქა
მომზადების წესები

გასუფთავებული თევზი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა. მარინადისათვის შევურიოთ ზეთი, 2 ს.კ. მარილი, წყალი, ძმარი, შაქარი და ტომატის სოუსი. სქელძირიანი ქვაბის  ფსკერზე  დავაფინოთ ხახვის ნახევარი, შემდეგ დავაწყოთ თევზის ნაჭრები, ისევ ხახვი და მოვასხათ მარინადი. დავდგათ ნელ ცეცხლზე და თავდახურული ვადუღოთ 40 წუთი.

ტეგები:
თევზი მარინადი ნანახია: 7828