სალათი ქათმის კუჭებით
სალათი ქათმის კუჭებით
დრო 60წთ
ულუფა 5
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის კუჭი - 1 კგ
  • ხახვი - 2
  • ზეითუნის ზეთი - 50 გ
  • ძმარი - 1-2 ს.კ
  • წითელი წიწაკა, ცხარე - დაფქული
  • ქინძი - 1 კონა
  • მარილი
მომზადების წესები
გარეცხილი კუჭები ჩავდოთ ქვაბში და დავასხათ ცხელი წყალი, წამოდუღების შემდეგ ქაფი მოვხადოთ, ცეცხლს დავუწიოთ და მოვხარშოთ.

მოხარშული კუჭები დავჭრათ თხელ ნაჭრებად, ხახვი ალყა-ალყად. შევურიოთ ერთმანეთს, მოვასხათ ზეთი და ძმარი გემოვნებით, დავაყაროთ მარილი, წიწაკა,  ცოცხალი ქინძი.
ტეგები:
სალათა ქინძი ნანახია: 50183