ქლიავის ძმარი და მისი დამზადების მეთოდები
+ N/A
ქლიავის ძმარი და მისი დამზადების მეთოდები
დრო 10წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 5 - 1
მომზადების წესები
ქლიავის ძმარი ძალიან სასარგებლო პროდუქტია.ის უფრო სასარგებლოა ვიდრე თავად ქლიავი, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში მასზე ძალიან ცოტას სმენია და მისი დამზადებაც თითქმის არ ხდება.იგი ძალიან პოპულარულია მთელს მსოფლიოში და საკმაოდ მაღალი ფასიც ღირს. ქლიავის ძმარი შეიცავს ბევრ ვიტამინს და სასარგებლო პექტინს,ორგანულ მჟავებს.აქვს აღდგენითი და გამაჯანსაღებელი მოქმედება.ზოგადად ძმარი უძველესი დროიდან გამოიყენება და მას კლეოპატრა სილამაზის და ჯანმრთელობის ელექსირს ეძახდა.ძველი ბერძნები,ეგვიპტელები ძმარს მუდმივად გამოიყენებდნენ. ახლა რაც შეეხება ქლიავის ძმარს, მას შეუძლია კუჭისა და ნაწლავების დეზინფექცია.გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში ავიტამინოზისგან გადარჩენის მიზნით, ყოველდღიურად უნდა მიიღოთ 1- ჩაის კოვზი ძმარი და 1-ჩაის კოვზი თაფლი ერთ ჭიქა წყალში გახსნილი.სასმელი საუკეთესოა დილით უზმოზე(თუ არ გაწუხებთ კუჭის წყლული). თუ თქვენი კუჭი და ნაწლავები ცუდად მუშაობს ქლიავის ძმარი - დაგეხმარებათ. მჟავებისა და მიკროელემენტების სპეციფიკური შემადგენლობის გამო, ხელს უწყობს ნაწლავების დეზინფექციას, ბაქტერიების აღმოფხვრასა და პარაზიტების განადგურებას, ასევე აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.2-ჩაის კოვზი ძმარი ერთ ჭიქა წყალში გახსნილი,უზმოზე. ქლიავის ძმარი ასევე წარმატებით გამოიყენება კულინარიაშიც, იგი უხდება სალათებს, არბილებს ხორცს და სასიამოვნო არომატს აძლევს.ქლიავის ძმრის ჩვენებები: 1.დიარეა 2.მეტეორიზმი 3.ნაწლავების სპაზმი 4.დეზინტერია 5.გაფართოებული ელენთა 6.ხელს უწყობს საკვების მონელებას 7.შარდის შეკავებასთან დაკავშირებული პრობლემები 8.ხელს უწყობს ცხიმის წვას ქლიავის ძმარი იწვევს წონის სწრაფად დაკარგვას, კარგია მათთვის ვინც დიეტაზეა და ებრძვის ჭარბ წონას და უფრო მეტიც, მას შეუძლია გამოიწვიოს წონის დაკარგვა იმ შემთხვევაშიც თუ ადამიანი ჭამს ყველაფერს, ოღონდ ის ეფექტი არ აქვს როგორც სწორი კვების და დიეტის შემთხვევაში.ამისათვის საჭიროა 1-2 ჩაის კოვზი ძმარი გავხსნათ 1 ჭიქა წყალში და დღეში სამჯერ მივიღოთ.ოღონდ მხოლოდ ორი კვირით, შემდეგ საჭიროა ორი კვირით დასვენება. თუ იგივე დოზით დილით და ძილის დროს მივიღებთ, კუჭისა და ნაწლავების დეზინფექციას გავაკეთებთ.ქლიავის ძმარი კარგია თმის მოვლისთვისაც, თმებს მატებს ბზინვარებას და ათავისუფლებს ქერტლისაგან.ამისათვის საჭიროა 2ან 4 ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალში და დაბანის შემდეგ გადავივლოთ თმებზე. როგორც ყველა ძმარს ქლიავის ძმარსაც აქვს უკუჩვენებები, არ არის რეკომენდებული ისეთი ადამიანისათვის ვისაც აქვს, გასტრიტი, ღვიძლის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის მწვავე დაავადებები. ქლიავის ძმრის მომზადების სხვადასხვა რეცეპტი არსებობს: რეცეპტი 1: ქლიავის ძმარი შეიძლება მომზადდეს სუფთა სახით ყოველგვარი დანამატების(საფუარი,წყალი,შაქარი)გარეშე.ხიდან მოკრეფილი გაურეცხავი მთლიანი ქლიავი ჩაყარეთ ხის,თიხის ან მინის ჭურჭელში და დააფარეთ ჰაერგამტარი ნაჭერი,რათა დუღილისთვის ჟანგბადი იყოს.მოათავსეთ თბილ და ბნელ ადგილას (მზის ულტრაისფერი სხივები ხელს უშლის დუღილს).ქლიავი გაურეცხავი უნდა იყოს იმიტომ,რომ არ განადგურდეს ბუნებრივი საფუარის ბაქტერიები.ქლიავი უცბად დაიწყებს წვენის გაშვებას და 2 დღეში დაიწყებს დუღილს.რამდენიმე დღეში სულ ჩაიშლება.ქლიავის მასას დღეში 1-2 ჯერ ხის კოვზით ურევენ.დუღილი გაგრძელდება დაახლოებით ორ კვირას.ორი კვირის შემდეგ გადმოვწუროთ წვენი და ჩავასხათ სუფთა(ხე,თიხა,მინა)ჭურჭელში.სამკურნალო თვისებების გაუმჯობესების მიზნით შესაძლოა დაემატოს თაფლი,ლიტრა წვენზე 10 გრამი თაფლი,ან პირდაპირ შეიძლება დამზადდეს თაფლის გარეშე.სხვა ჭურჭელში გადაღების შემდეგ დუღილი კიდევ რამოდენიმე ხნით გაგრძელდება.საბოლოოდ ძმარი 3-თვეში იქნება მზად,რის შემდეგაც უნდა გადავიღოთ (ხე,თიხა,მინა)ჭურჭელში სავსე მდგომარეობაში მჭიდროდ დავახუროთ სახურავი და შევინახოთ გრილ ადგილას.ასე პირველი რეცეპტის მიხედვით მომზადებული ძმარი უფრო ძლიერი და სასარგებლოა,რადგან ქლიავის წვენი სუფთა სახით არის და მასში არ არის გამოყენებული წყალი,საფუარი და შაქარი. რეცეპტი 2: ქლიავს რეცხავენ, აცილებენ კურკას და ჭიან ნაწილებს შემდეგ აქუცმაცებენ, რისთვისაც ჭყლეტენ ან ატარებენ მომინანქრებულ ხორცსაკეპ მანქანაში. უმი ქლიავის ფაფა შესაფერის ჭურჭელში ( მინის ქილა, ხის ან თიხის კასრი) გადააქვთ,წყალს ( 0,4-0,5 ლიტრი წყალი 3,0 კგ ქლიავის მასაზე - დამოკიდებულია ნაყოფების წვნიანობაზე). ნახევარ ლიტრ წყალზე უმატებენ 50 გ თაფლს ან შაქარს, აგრეთვე (ძმარმჟავა დუღილის დასაჩქარებლად) 5 გ პურის საფუარს და 10 გ მშრალ შავ პურს. ფერმენტაციის I სტადია - ჭურჭელს ინახავენ ბნელ ადგილას თავღია მდგომარეობაში 20-30 C -ზე 14 დღის განმავლობაში. ტემპერატურა სტაბილური უნდა იყოს, ჰაერთან შეხების ზედაპირი კი რაც შეიძლება დიდი. მზის ულტრაიისფერი სხივები ხელს უშლის დუღილს.ქლიავის მასას დღეში 1-2 ჯერ ხის კოვზით ურევენ. შემდეგ გადააქვთ დოლბანდის ტომარაში და წურავენ. ფერმენტაციის II სტადია - მიღებულ წვენს ასხამენ ფართოყელიან ჭურჭელში. ყოველ ლიტრ წვენზე შეიძლება დავუმატოთ 50 გ თაფლი ან შაქარი.ჭურჭელს დოლაბანდს ახურავენ, თავს უკრავენ და თბილ ადგილას ინახავენ დუღილის გასაგრძელებლად. დუღილი დამთავრებულია, როცა სითხე დაწყნარდება. ქლიავის ძმრის მომზადების პროცესი მოიცავს საშუალოდ 3 თვეს. შემდეგ მას ასხამენ შუშის,თიხის ან ხის ჭურჭელში სავსე მდგომარეობაში,მჭიდროდ აფარებენ თავსაფარს და ინახავენ გრილ ადგილას. ორგანული ქლიავის ძმარი არ იფილტრება რათა მასში დარჩეს ბევრი სამკურნალო ბიოგენური ელემენტები.წარმატებებს გისურვებთ.
ავტორი:
ბუნებრივი მეურნეობა
ტეგები:
მკითხველის რეცეპტი ნანახია: 516