კარგად გასუფთავებული ქათამი დავჭრათ ნაჭრებად,გავრეცხოთ,დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი ,დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ცაკლე მოვხარშოთ გახეხილი პომიდორი.კარგად დავნაყოთ ნიგოზი, ყვითელი ყვავილი, ნიორი,წიწაკა,ქინძი,მარილი. ყველაფერი ეს გავხსნათ პომიდვრის წვენში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ჩავასხათ წვენში.ვადუღოთ კიდევ 10-15 წუთი.პომიდვრის მაგიერ შეგვიძლია გამოვიყენოთ კვაწარახი ან ტყემლის საწებელი. გემრიელად მიირთვით!