დაჭერით კარტოფილი, დაუმატეთ ზეთი, სანელებლები და დაჭრილი ბაზილიკა. გააჩერეთ ცოტა ხანი და შეწვით 220 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში. სოუსი: ნახევარი ქილა არაჟანი, 100 გრამი მაიონეზი, სამი კბილი ნიორი და ნახევარი ჩაის კოვზი ქონდარი შეურიეთ ერთმანეთში და გამომცხვარი კარტოფილის გვერდით, თეფშზე მოათავსეთ. გემრიელად მიირთვით!