გულსართის მომზადება: ხაჭაპურის გულსართზე ზრუნვა, ცხობის წინა დღეს უნდა დაიწყოთ: ემალირებულ ან მინის ჯამში ჩაჭერით ყველი 1- 1, 5 სმ-ს სისქეზე და დაასხით წყალი. ასე გააჩერეთ ერთი ღამე. მეორე დღეს, ჯამიდან წყალი გადაწურეთ, შემდეგ წყალი გადაავლეთ ყველის ნაჭრებს და კარგად გაწურეთ. ამის შემდეგ, ხელით დაჭყლიტეთ და მთლიანი კვერცხი შეურიეთ. ცომის მომზადება: 1. რძე აადუღეთ. 2. 50 მლ. რძე ცალკე ჭიქაში გადაიღეთ. 3. როდესაც რძე შეგრილდება, ისე რომ მასში კარაქი გადნეს და ცალკე გადაღებული რძე გაცივდება, დიდი რაოდენობით რძე პურისაცხობის ფორმაში ჩაასხით და კარაქი ჩააგდეთ, მცირე რაოდენობის რძეს კვერცხის გული შეურიეთ და ისიც ფორმაში ჩაასხით. 4. ჩაყარეთ მარილი. 5. ჩაყარეთ ფქვილი. განაგრძეთ კითხვა