ხახვი დაჭერით რკალებად, ბულგარული წიწაკა და წითელი წიწაკა ზოლებად. ღრმა ტაფაში გააცხელეთ ზეთი, დაუმატეთ ხახვი და წიწაკები და თუშეთ რამდენიმე წუთი თითქმის დარბილებამდე. დაუმატეთ პამიდორი და შაქარი და კარგად ამოურიეთ. თუშეთ სანამ სითხე ტაფაში არ განახევრდება, შემდეგ კი მოაყარეთ მარილი. ხის კოვზის დახმარებით ბოსტნეულში გააკეთეთ 4 ჩაღრმავება და შიგნით ჩატეხეთ კვერცხები. ტაფას დაახურეთ თავზე სახურავი, დაუწიეთ ცეცხლს და გააჩერეთ კვერცხის მზადყოფნამდე. იოგურტი ათქვიფეთ წვრილად დაჭრილ/გაჭყლეტილ ნიორთან ერთად, დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. მენემენს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და მიიტანეთ მაგიდაზე იოგურტთან ერთად.