1 წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე. მოუსვით ცხიმი საშუალო ზომის საცხობ ლანგარს. 2 მოხარშეთ სპაგეტი, გადაწურეთ და გადადგით. 3 ამასობაში, საშუალო ტემპერატურაზე დიდ ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და თუშეთ დარბილებამდე, დაახლოებით 5 წუთით. დაუმატეთ დაკეპილი ნიორი და თუშეთ კიდევ 1 წუთით. დაუმატეთ ფარში და შეაზავეთ მარილითა და პილპილით. დაუმატეთ სანელებლები: ხმელი ქინძი, ორეგანო, როზმარინი , ქონდარი და თუშეთ დაახლოებით 8 წუთით, ხორცის მოთუშვამდე. დაგროვებული ცხიმი თასში გადაწურეთ. დაუმატეთ გახეხილი პომიდორი და რეჰანი და ადუღეთ დაახლოებით 10 წუთით. საჭიროებისამებრ, დაუმატეთ მარილი და პილპილი. 4 ფარშის ნაზავი და სპაგეტი კარგად აურიეთ, გადაიტანეთ საცხობ ლანგარზე და მოაყარეთ მოცარელა და პარმეზანი. აცხვეთ ყველის დადნობამდე, დაახლოებით 20 წუთით. 5 მორთეთ დაჭრილი ოხრახუშით და გემრიელად მიირთვით.