
ადღვიბეთ მარგარინი ( ან კარაქი ) შაქართან და კვერცხის გულებთან ერთად.
ცალკე ადღვიბეთ კვერცხის ცილა, სანამ არ გათეთრდება. ორივე მასა აურიეთ ერთმანეთში , შემდგომ კი დაუმატეთ ფქვილი,გამაფხვიერებელი და ვანილი. მოათავსეთ მასა საცხობ ფორმაში და ზემოდან დაალაგეთ მაყვალი, თქვენი გემოვნებით. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.
როცა გამოცხვება, მოაყარეთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!