
1
კარტოფილი(დაახლ. 4 ცალი დიდი ) ქვაბში მოათავსეთ, წყლით დაფარეთ და ½ ჩაის კოვზი მარილი დაუმატეთ.
2
მიიყვანეთ დუღილამდე; დააფარეთ, ტემპერატურა საშუალომდე შეამცირეთ და დაბალ ცეცხლზე 25 წუთით ან კარტოფილის დარბილებამდე ადუღეთ.
3
გადაწურეთ. კარტოფილი გაფრცქვენით; დიდ სათქვეფ ქვაბში მოათავსეთ და კარტოფილის საზელით ჩასრისეთ.
4
დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი კარაქი, კრემ ყველი (85 გრ. შეკვრა) , არაჟანი, რძე და ¾ ჩაის კოვზი მარილი. ზილეთ კარგად, ინგრედიენტების შერევამდე.
5
მიღებული ნაზავი მსუბუქად ცხიმმოსმულ 30X20X5სმ ზომის საცხობ ლანგარზე გადაიტანეთ.
6
ზემოდან გამდნარი კარაქი წაუსვით და პაპრიკა მოაყარეთ. შემდეგ გამოაცხვეთ, ან დააფარეთ და მაცივარში შედგით.
7
თუ მაცივარში შედებთ, ცხობამდე 30 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.
8
დაუფარებლად აცხვეთ 175 C-ზე, 30 წუთით. გემრიელად მიირთვით!