ისლიმ ქებაბი
ისლიმ ქებაბი
დრო 60წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხმელი ორეგანო
  • ოხრახუში
  • მარილი და პილპილი
  • პამიდორი - 1 კგ
  • ხახვი - 1 ცალი
  • ფარში, ბატკნის, საქონლის - 500 გ
  • ბადრიჯანი - 4-5
  • ნიორი
  • ზეთი
მომზადების წესები
ბადრიჯანი გრძელ, თხელ ნაჭრებად დავჭრათ. მოვაყაროთ მარილი და 20-30 წუთი დავტოვოთ. შემდეგ წყალი გადავავლოთ, ხელით ოდნავ გავწუროთ, სითხე რომ გამოუვიდეს და ცხელ, ზეთიან ტაფაზე შევწვათ.

ცალკე ტაფაში მოვშუშოთ ხახვი, დავუმატოთ ფარში, მოვურიოთ, განვაგრძოთ შუშვა. დაახლოებით 7-8 წუთში დავუმატოთ 1-2 გაფცქვნილი და წვრილად დაჭრილი პამიდორი, კიდევ 2-3 წუთი დავტოვოთ ცეცხლზე. ბოლოს შევაზავოთ მარილითა და პილპილით. ბადრიჯნის შემწვარი ფენები ჯვარედინად დავალაგოთ, ზედ დავადოთ თითო სუფრის კოვზი ფარში. ბადრიჯნის ფენები გადავკეცოთ ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები და კბილის ჩხირით დავამაგროთ.

დარჩენილი პამიდორი გავფცქვნათ და წვრილად დავჭრათ ან ბლენდერში დავაქუცმაცოთ. დავუმატოთ მარილი, 2-3 კბილი გაჭყლეტილი ნიორი, თავშავა, პილპილი. ფარშირებული ბადრიჯნები პამიდვრის სოუსში ჩავაწყოთ, თუ ფარში მოგვრჩა, ისიც დავუმატოთ და შევდგათ აირღუმელში ან დავდგათ ცეცხლზე. დაალოებით 20 წუთში, როდესაც პამიდვრის სოუსი მომზადდება, კერძი ცეცხლიდან გადმოვდგათ და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

ამ კერძისთვის სასურველია დიდი ზომის, განიერი ბადრიჯნები შევარჩიოთ. მზა კერძს შეგვიძლია გახეხილი ყველი მოვაყაროთ ზემოდან.