500 გრ კარაქი ავურიოთ 2 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილთან ერთად. ნელ-ნელა დავამატოთ 5 კვერცხის გული, სოდა-გახსნილი ძმარში, ცოტა მარილი, ვანილი, დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. გავყოთ სამ ნაწილად ( ორი დიდი, ერთი პატარა) და გამოვაცხოთ ცალ-ცალკე. ორ ფენას წავუსვათ ჯემი და შევაერთოთ. მესამე ფენა დავფშვნათ და ზემოდან მოვაყაროთ.