მოხარშული ხაჭაპურები - ბებოს რეცეპტი
+ N/A
მოხარშული ხაჭაპურები - ბებოს რეცეპტი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ჭყინტი ყველი - 600 გ
  • ფქვილი - 1 კგ
  • კვერცხი - 2 ცალი
  • შაქარი - 20 გ
  • არაჟანი - 1 ჩ/ჭ
  • მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები

ჭყინტი ყველი ავფშვნათ, ჩავაზილოთ კვერცხი, ცოტა მარილი და შაქარი. ჩვეულებრივი ცომი დავჭრათ ნაჭრებად, გავაბრტყელოთ, მოვაყაროთ ეს შეზავებული მასა და მოვუკრათ თავი. მივიღებთ პატარა კვერებს, რომლებიც  უნდა მოვხარშოთ  მდუღარე წყალში. უკვე მოხარშული კვერი ზევით ამოტივტივდება. ამოვიღოთ ქაფქირით და  მოვასხათ არაჟანი.   ეს ხაჭაპური კარგია ცხლად.

 

გემრიელად მიირთვით!

 

ტეგები:
ნანახია: 423