1) გაასუფთავეთ ქათმის ფილე კარგად. 2)დაუმატეთ ფილეს მარილი, წიწაკა,გატარებული ნიორი და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში. 3)გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე 4) დაჭერით ყველი გრძლად, ჩხირებივით. ასევე, დაჭერით პომიდორი პატარა ნაჭრებად. 5) მოათავსეთ ყველი და პომიდორი ფილეს შიგნით და გარედან შემოახვიეთ ბეკონის რამდენიმე ნაჭერი. 6) შეწვით 20-30 წუთი და გემრიელად მიირთვით თქვენს საყვარელ სოუსთან ერთად!