წანდილი: დარჩეულ,მსხვილ, თეთრ ხორბალს დავასხათ წყალი და ვხარშოთ რამდენიმე საათის განმავლობაში, სანამ კარგად არ ჩაიხარშება. ჩავყაროთ შიგ გარეცხილი, დარჩეული ქიშმიში და კიდევ დიდხანს ვხარშოთ, სანამ წყალს არ შეიშრობს,მერე გადმოვდგათ ცეცხლიდან , ავურიოთ თაფლი და დანაყილი ან წვრილად დაჭრილი ნიგოზი. კორკოტი: დაბეგვილი კორკოტი დავალბოთ და ვხარშოთ კარგად. შევფუთოთ და გავაჩეროთ რამდენიმე საათი, უმჯობესია მეორე დღემდე. ისევ შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე, შევაზილოთ წინასწარ წამოდუღებული რძე და მარილი. მაგიდასთან მიტანის წინ დავუმატოთ ერბო.