ჭარხლის ცივი წვნიანი
ჭარხლის ცივი წვნიანი
დრო 120წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ეს წვნიანი ძალიან სასარგებლოა და ამასთან ნაკლებად კალორიული. იგი მოეწონებათ როგორც დიდებს, ასევე პატარებსაც.

ინგრედიენტები

  • კეფირი - 2-3 ჭ
  • ნივრის კბილი - 2-3 კბილი
  • კამა - 1/2 კონა
  • ოხრახუში - 1/2 კონა
  • ჭარხალი - 2 ცალი
  • მარილი და წიწაკა
მომზადების წესები
ჭარხალი გავფცქვნათ, კუბებად დავჭრათ, დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაფაროს და თავდახურული დავდგათ ცეცხლზე. როდესაც ჭარხალი კარგად მოიხარშება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, რამდენიმე კუბიკი შევინახოთ მოსართავად, დანარჩენს დავასხათ თავისი ნახარში წვენი და ავთქვიფოთ ბლენდერით. თუ სითხე არ ეყოფა, ცოტა ანადუღარი წყალი დავუმატოთ. შემდეგ დავუმატოთ ნიორი, მწვანილის ნახევარი, მარილი და კეფირი. წვნიანის მასა კიდევ ერთხელ ავთქვიფოთ. თუ სქელი იქნება, კეფირით ან წყლით გავათხელოთ. წვნიანის თითოეეული ულუფა მოვრთოთ ჭარხლის ნაჭრებითა და მწვანილით.



ტეგები:
ჭარხალი კეფირი ნანახია: 7442