1) შეურიეთ ფქვილს სოდა და მარილი. 2) ამის შემდეგ მოზილეთ ცომი კეფირით. 3) იმისათვის, რომ ცომი არ მიგეკროთ, ხელზე მცენარეული ზეთი წაისვით. 4) მოათავსეთ ცომი მაცივარში,10 წუთის განმავლობაში. 5) გაყავით ცომი 5 ნაწილად, თითოეული მათგანი გააბრტყელეთ თხლად და დაჩხვლიტეთ ჩანგლით. მოათავსეთ წინასწარ გახურებულ ტაფაზე და შეწვით საშუალო ტემპერატურაზე. 6) როცა ორივე მხარე კარგად დაიბრაწება, გადმოიტანეთ თეფშზე და წაუსვით კარაქი.